Tuesday, July 22, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

მერვე დღეს  გავიმეორეთ დავალებების მომზადება მოსწავლეების საჭიროებების  გათვალისწინებით,შევქმენით  ფასილიტაციის  რესურსები, გზამკვლევი. შევისწავლეთ  პროექტის ატვირთვა  გაჯეტებით  და  საქაღალდე  გადავიტანეთ  ბლოგზე.სამუშაომ  ძალზე  საინტერესოდ  ჩაიარა.

Monday, July 21, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

გავიმეორეთ შეფასებების  რუბრიკები,დიაგრამების  შედგენა,მოვამზადეთ  დავალებები მოსწავლეებისათვის  მათი საჭიროებების  გათვალისწინებით და ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის  გეგმაზე.

Sunday, July 20, 2014

ტრენინგის მე 6 დღე

გამეორება.
მოსწავლის პრეზენტაცია,  როგორ უნდა წარმოადგინონ მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები, ტექნიკური მხარე და რა არის საჭირო იმისათვის, რომ სწორად წარმართონ პრეზენტაციის მიმდინარეობა, ყველა ეტაპი უნდა დაიწეროს, ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს უფრო ეფექტიანად წარმარტონ პროექტზე მუშაობა. გადავხედეთ გეგმებს პრეზენტაციების შესახებ.
შეფასებები. შეფასებების რუბრიკების განხილვა საშუალებას მოგვცემს კარგად განვსაზღვროთ თუ რა კრიტერიუმებით  უნდა შეფასდეს მოსწავლის ნაშრომები მუშაობის პროცესი და საბოლოოდ.
ბლოგზე მუშაობა. გავიმეორეთ ბლოგზე მუშაობის ზოგიერთი დეტალი.  
ტრენინგის დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა.

Saturday, July 19, 2014

ტრენინგის მე -5 დღე

გავიმეორეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,შევისწავლეთ  გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შექმნა,, მოსწავლის ნიმუში გადავიტანეთ ბლოგზე, ვისწავლეთ გაჯეტების მეშვეობით სურათების,საათის და კითხვარის შეტანა ბლოგზე.

Friday, July 18, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მე-4 დღეს გავიმეორეთ წინა დღის მასალა, გავეცანით შეფასების სხვადასხვა
 მეთოდებს,მოსწავლეთა საჭიროების  დასადგენად.ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოს დიზაინის შექმნა და პრეზენტაციის  ბლოგზე გადატანა.

Sunday, July 13, 2014

ტრენინგის მესამე დღე

მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ტრენინგის მესამე დღე, რადგან გავეცანით  მე-2 მოდულის აქტივობებს.ტრენინგი დაიწყო გამეორებით, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,გავეცანით სტანდარტით განსაზღრულ შედეგებს,გავეცანით მიზნებს,,გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები,  ჩამოვაყალიბეთ  მიმართულების  მიმცემი კითხვები-ზოგადი,  თემატური, შინაარსობრივი,  გამოვკვეთეთ საკვანძო სიტყვები,და გავაკეთეთ გეგმის მონახაზი.

Sunday, July 6, 2014

ტრენინგის მეორე დღე

                 

ტრენინგის  მეორე სამუშაო დღეს მიმოვიხილეთ  პროექტები, გავიმეორეთ


პირველ დღეს ნასწავლი მასალა,. გავიმეორეთ  ვორდის  ინსტრუმენტების

ბუკლეტი
გამოყენება.გავეცანით ბუკლეტის ტექნიკურად  დამზადების  ფორმას,პროექტის განხორციელების რესურსებს და სამიზნე  ჯგუფებს,ვისწავლეთ  სურათების ჩასმა  ბუკლეტში, ვიმუშავეთ  ბლოგებში და ჩავსვით  სურათები ბლოგში.

Saturday, July 5, 2014

ტრენინგის პირველი დღე



ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ერთმანეთს,ტრენინგის მიზნებს,სახელმძღვანელო-ვიუერს და გზამკვლევს.შევქმენით პორტფოლიო და  საქაღალდეები. გავეცანით  ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო  პროექტებს და მათზე დაფუძნებულ სწავლებას.შევისწავლეთ ბლოგების  შექმნის  სტრუქტურას.